საწვავი გაძვირებას განაგრძობს – რა ღირს საწვავი სხვადასხვა ქსელში?

საწვავი გაძვირებას განაგრძობს – რა ღირს საწვავი სხვადასხვა ქსელში?

გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. საერთაშორისო ბირჟებზე ერთთვიან ჭრილში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 13%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 94 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 91 დოლარის ფარგლებშია, რაც ერთწლიანი მაქსიმუმია. ნავთობის გაძვირების პარალელურად საქართველოში გასამართ სადგურებზე საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს. გასულ კვირაში ე.წ. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის გაძვირების შემდეგ, ფასები მიმდინარე კვირაშიც გაიზარდა.

ამ გარემოებას ისიც ემატება, რომ საქართველოს მთავარ საიმპორტო ბაზარზე – რუსეთში საავტომობილო ბენზინისა და დიზელის ექსპორტი დროებით აიკრძალა. 

საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს – რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ქსელში საწვავის სხვადასხვა სახეობები 4, 5, 8 და 10 თეთრითაც კი გაძვირდა და 3 ლარს სცდება, რიგ სადგურზე კი 4 ლარსაც. 

რა ღირს საწვავი სხვადასხვა ქსელში:

Socar-ის გასამართი სადგურების ქსელში ბენზინის გარკვეული სახეობების ღირებულება ბოლოს ერთი კვირის განმავლობაში კონკრეტული საწვავის სახეობებზე რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო ცვლილება 27 სექტემბერს აისახა და დღეისთვის ამ კონკრეტული ბრენდის ქსელში საწვავის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:

ნანო სუპერი – ₾3.78, გაძვირება – 8 თეთრი;  
ნანო პრემიუმი – ₾3.29, ზრდა – 14 თეთრი;  
ნანო ევრო რეგულარი – ₾3.07, ზრდა – 14 თეთრი;
ევრო 5 დიზელი – ₾3.24, ზრდა – 10 თეთრი; [ცვლილება 23 სექტემბერი]
ნანო ევრო 5 დიზელი – ₾3.37, ზრდა – 15 თეთრი;
LPG – ₾1.80
CNG ბუნებრივი აირი – ₾1.60

Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასები ბოლო ცვლილება 27 სექტემბერს შეიცვალა და მომხმარებელს საწვავის ჩასხმა ამ ბრენდის სადგურებზე შემდეგ ფასად შეუძლია:

ეკო სუპერი – ₾3.78;
ეკო პრემიუმი – ₾3.32, გაძვირდა – 10 თეთრით; 
ეკო დიზელი – ₾3.39, გაძვირდა – 5 თეთრით;
ევრო დიზელი – ₾3.34, გაძვირდა – 5 თეთრით; 
ევრო რეგულარი – ₾3.12, გაძვირდა – 15 თეთრით; 
დიზელ ენერჯი – ₾3.29, გაძვირდა 5 თეთრით; 


Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულების ბოლო ცვლილება 26 სექტემბერს ფიქსირდება. შედეგად საწვავის ფასები სადგურებზე შემდეგია:

G-Force სუპერი – ₾3.79;
G-Force პრემიუმი – ₾3.37, გაძვირდა 10 თეთრით; 
G-Force ევრო რეგულარი – ₾3.17, გაძვირდა 10 თეთრით;  
ევრო-რეგულარი – ₾3.07 ლარი, გაძვირდა 10 თეთრით;
G-Force ევრო დიზელი – ₾3.45, გაძვირდა 10 თეთრით; 
ევრო დიზელი – ₾3.35, გაძვირდა 10 თეთრით.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის, Rompetrol-ის და Portal-ის შემთხვევაში კი გამოქვეყნებული ინფორმაცია დაკვირვების შესაძლებლობას არ იძლევა.

 

Rompetrol-ს ქსელში საწვავის ღირებულება დღეისთვის ასეთია:

Efix სუპერი – 3.75 ლარი; 

Efix ევრო პრემიუმი – 3.20 ლარი; 

ევრო რეგულარი – 2.95 ლარი; 

Efix ევრო დიზელი – 3.30 ლარი; 

ევრო დიზელი – 3.24 ლარი;

 

Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ: 

Super Ecto – ₾4.19; 

Premium Avangard – ₾4.00; 

Euro Regular – ₾3.72; 

Euro Diesel – ₾4.70; 

 

Portal-ის გასამართ სადგურებში კი საწვავის ფასი ასეთია: 

Premium – ₾3.39; 

Euro Regular – ₾3.15; 

Euro Diesel – ₾3.49; 

Effect Diesel – ₾3.39;

Diesel – ₾3.19; 

მსგავსი სიახლეები

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით, 1.8 მილიარდამდე მცირდება

მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით,…

თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…